ბრიტანული ხომალდი HMS DEFENDER საქართველოშია
ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი "HMS DEFENDER" შემოვიდა. ხომალდის მეთაურს, II რანგის კაპიტან ვინს ოუენს და ეკიპაჟის წევრებს ბათუმის პორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - მარკ კლეიტონი დახვდნენ.