სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ავიაციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

22-04-2021

შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე, სასაზღვრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.

პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ყურადღება სასაზღვრო ავიაციის ოპერაციული შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა და პირად შემადგენლობას კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ავიაციის 6 წარმომადგენელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. მათ შორის, 2 თანამშრომელი სასაზღვრო პოლიციის სამკერდე ნიშნით "უმწიკვლო სამსახურისათვის" დაჯილდოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ასრულებს რეისებს მესაზღვრეების როტაციისთვის, ასევე, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში.

2020 წლის განმავლობაში, სასაზღვრო ავიაციამ მონაწილეობა მიიღო 21 სამაშველო ოპერაციასა და 24 სახანძრო დავალებაში. ადამიანების გადასარჩენად მფრინავებმა 65 საათზე მეტი, ხოლო ხანძრების ჩასაქრობად 218 საათზე მეტი იფრინეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.

27-10-2025
კატეგორიები