საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონასა და ზოლში სხვადასხვა მიზნით (ლაშქრობა, ალპინიზმი, სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და ა.შ) გადაადგილება, უნდა ჰქონდეთ სასაზღვრო ზონასა და ზოლში გადასაადგილებელი სპეციალური საშვი, რომლის აღებაც შესაძლებელია, როგორც სასაზღვრო პოლიციის ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოში (გამონაკლის შემთხვევაში ზოგიერთ სასაზღვრო სექტორზე). იხილეთ ვრცლად.