სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა საქართველოში თავდაცვის ატაშეების ასოციაციას უმასპინძლა

19-06-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) საქართველოში აკრედიტებული, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ეწვივნენ. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.

თავდაცვის ატაშეებმა ვიზიტი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მონახულებით დაიწყეს. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, II რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფრომაცია მიაწოდა.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე თავდაცვის ატაშეებმა საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სტუმრებმა სანაპირო დაცვის ამოცანებსა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრა "თავდაცვის ატაშეთა ასოციაციის" (TDAA) ინიციატივით გაიმართა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები