სასაზღვრო პოლიციის უფროსი
დაბადების თარიღი: 16.11.1978
პროფესიული გამოცდილება:
2025 წლის ივნისიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
2018 – 2025 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
2016 – 2018 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2015 – 2016 - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი;
2014 – 2015 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი;
2013 – 2014 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2012 – 2013 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი;
2010 – 2012 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის რაინული სამმართველოს გუდაურის პოლიციის განყოფილების უფროსი (დეტექტივ-გამომძიებელი);
2010 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;
2008 – 2010 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2007 – 2008 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს უფროსი;
2007 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო-ოპერატიული დანაყოფების კონტროლის სამმართველოს უფროსი;
2006 - 2007 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ძარცვა-ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი-გამომძიებელი;
2005 – 2006 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ძარცვა-ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი;
2004 - 2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის სამმართველოს დაბა ზაჰესის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი;
2003 – 2004 - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის მცხეთის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი.
განათლება:
1997-2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.
მიღებული ჯილდოები:
2025 - I ხარისხის მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“;
2024 - „სამკერდე ნიშანი უმწიკვლო სამსახურისათვის (15 წელი) - სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის;
2021 - სამინისტროს სამკერდე ნიშანი ,,დამსახურებული პოლიციელი“ - სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, კეთილსინდისიერი სამსახურისა და „პოლიციელის დღე“– სთან დაკავშირებით;
2019 - სამინისტროს II ხარისხის მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ - სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესარულებისათვის და „პოლიციის დღე“-სთან დაკავშირებით;
2016 - სამინისტროს სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (10 წელი) - სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და „პოლიციის დღე“-სთან დაკავშირებით;
2012 - სამინისტროს მედალი ,,მამაცობისათვის“ - სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის და ,,პოლიციის დღე“ - სთან დაკავშირებით;
2009 - მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (თავდაცვის სამინისტრო); სამინისტროს მედალი „მამაცობისათვის“ - სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის და მაღალი პროფესიონალიზმისათვის;
ენების ცოდნა:
ინგლისური, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა:
მეუღლე და სამი შვილი.