საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრში (JMOC) ინციდენტების მართვის კურსი ჩატარდა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრში (JMOC) ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა (Mobile Training Team) ინციდენტების მართვის კურსი ჩაატარა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალ სტეფანოს ლიკოპულოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა. მათ შორის 20 მაღალი გამავლობისაა.
შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც სექტორებზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ივლისში ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) უკვე მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილესთან, I რანგის კაპიტან კობაკ მერიჩთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იტალიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იტალიის რესპუბლიკაში მფრინავებისა და ჯალამბრის ოპერატორებისთვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური პროფესიული კურსი გაიარეს
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური, ორთვიანი პროფესიული კურსი გაიარეს. პროგრამა განკუთვნილი იყო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის პროცესში დრონების ოპერირება დაევალებათ.
სასაზღვრო პოლიციას თურქეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე ეწვია
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თამთა დანელია, თურქეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს მოადგილეს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერს, თურქან ოზთურქს შეხვდა.