შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ შარაძემ სამუშაო შეხვდრები ვაშინგტონში, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლობაში და ნიუ ლონდონში, სანაპირო დაცვის აკადემიაში გამართა.
აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლობაში პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სარდლის მოადგილეს ოპერაციების მიმართულებით, ვიცე-ადმირალ სკოტ ბუშმენს შეხვდა. აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში კი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდალს, ადმირალ კარლ შულცს და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანს, ალეხანდრო მაიორკასს შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა - ჯო ბაიდენმა სასაზღვრო პოლიციის უფროსთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ შარაძესა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.
საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული კადეტების - სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას, რომლებიც ამავე აკადემიაში სწავლობდნენ. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების მემორიალი გვირგვინით შეამკო.