შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2025 წლის პირველი ივნისიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 257 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის-153, საქართველოს რესპუბლიკის-38, სომხეთის რესპუბლიკის-2, რუსეთის ფედერაციის-7, უზბეკეთის რესპუბლიკის-3, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის-15, ინდოეთის რესპუბლიკის-4, იემენის რესპუბლიკის-5, სომალის რესპუბლიკის-1, აზერბაიჯანის რესპუბლიკის-12, ერაყის რესპუბლიკის-1, ირანის ისლამური რესპუბლიკის-1, ბანგლადეშის რესპუბლიკის-4, მაროკოს სამეფოს-1, კუბის რესპუბლიკის-3, ნიდერლანდების სამეფოს-1, პოლონეთის რესპუბლიკის-1, ყაზახეთის რესპუბლიკის-1, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის-1, ეთიოპიის რესპუბლიკის-1, უკრაინის-1, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის-1 მოქალაქე.