სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა დაფუძნებულია ურთიერთმხარდაჭერის პრინციპზე. რეგიონსა და ქვეყანაში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობები, საზღვრის დაცვის სფეროში თანამშრომლობენ საზღვრის დაცვის შესაძლებლობების განვითარების, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების, ექსპორტის ეფექტიანი კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების, ექსპერტული დახმარების გაწევისა და მესაზღვრეთა პროფესიული განათლების გაღრმავების მიზნით.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით, აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა პროგრამის, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დახმარებით განახლდა სახმელეთო საზღვრის დაცვის სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურა, სასაზღვრო სექტორები აღიჭურვა სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების საშუალებებით, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების საშუალებებით.
აშშ-ის მთავრობის დახმარებით, მიმდინარეობს შავ ზღვაზე ვითარების გაცნობიერებულობის გაზრდის (MDA) პროექტი. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ორ ფაზას, I ფაზა ითვალისწინებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სარადარო სადგურებზე არსებული რადარების თანამედროვე ტიპის რადარებით ჩანაცვლებას და ვიდეო მონიტორინგის სისტემით (ვიდეოკამერებით) აღჭურვას, აგრეთვე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სარადარო სადგურებისა და მართვის ცენტრების რადიო საკომუნიკაციო სისტემებით უზრუნველყოფას, ხოლო II ფაზა ითვალისწინებს მცურავ საშუალებებზე რადარებისა და კომუნიკაციის აღჭურვილობის განახლებას, ასევე ვიდეო მონიტორინგის (ვიდეოკამერების) სისტემის მოწყობას.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის (SAFE) ფარგლებში მიმდინარეობს საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროექტი. პროექტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აღიჭურვა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირების, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის საშუალებებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ორ სახმელეთო საზღვრის დაცვის სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთზე ელექტრონული დაკვირვების სისტემა მოეწყო. აგრეთვე, სასაზღვრო სექტორებზე დისტანციური სწავლების სისტემის დაინერგა.
|
|
|
|
|
|
|
სექტორი "ჯუთა" განახლებამდე და ახლა |
|
სექტორი "ლეკისყურე" განახლებამდე და ახლა |