სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

22-06-2021

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ტბეთის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს 1 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

15-05-2025
კატეგორიები