სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას გერმანიის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომელი ჯამილა ფიშერი და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი პატრიკ კრონბერგი ესწრებოდნენ.
11-02-2021