სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სწავლება ჩაუტარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სპეციალური სწავლება ჩაუტარეს. წვრთნები სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს და ლილოს ბაზის ტერიტორიაზე განხორციელდა.