სანაპირო დაცვის დეპარტამენტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სწავლებების სამეფო კოლეჯის წარმომადგენლები ეწვივნენ

24-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას „დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სწავლებების სამეფო კოლეჯის“ (RCDS) წარმომადგენლები ეწვივნენ.  

ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი სასწავლო პროგრამის ფარგლებში შედგა.

სტუმრებს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  რამაზ პაპიძემ უმასპინძლა, რომელმაც სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა  და სანაპირო დაცვის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები