საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი

15-06-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.

საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა, ნატო-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.

2022 წლის მაისში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველო საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია NATO-ს ოპერაციაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული ი. დ., .2002 წელს დაბადებული მ. თ., 1983 წელს დაბადებული ა. ფ., 1997 წელს დაბადებული მ. ა., 1985 წელს დაბადებული მ. რ., 1993 წელს დაბადებული მ. ი., 1981 წელს დაბადებული ო. მ. და 1978 წელს დაბადებული გ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე დააკავეს.

21-02-2025
კატეგორიები