სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ლიბანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

24-06-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს, ლიბანის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების დელეგაცია ეწვია.

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებითა და კოორდინაციით განხორციელდა, რომლის მიზანს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

სტუმრებმა შეხვედრა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართეს და სანაპირო დაცვის ამოცანებსა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს, ასევე ეწვივნენ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს სადაც, მის საქმიანობას გაეცნენ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები