სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ

08-06-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე ორკვირიანი სწავლება ჩაუტარდათ.

სწავლება აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფის ინსტრუქტორებმა განახორციელეს.

სწავლება შედგებოდა ისეთი კომპონენტებისგან, როგორებიც არის სამედიცინო საკითხები, დახურულ სივრცეში ბრძოლის დროს (CQB) პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გემზე, დახურულ სივრცეში, ოთახში და კორიდორში ბრძოლის (CQB) ტექნიკა.

მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და მიზანად მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები