სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს საერთაშორისო სამართლებრივი სწავლების თავდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სწავლება ჩაუტარეს

06-06-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სამართლებრივი სწავლების თავდაცვის ინსტიტუტის (DIILS) წარმომადგენლებმა ერთკვირიანი სწავლება ჩაუტარეს.

სწავლება აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) კოორდინაციით ჩატარდა და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიც არის "ნატო"-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში ჩართვის წესები, საზღვაო სამართლის სასწავლო გეგმისა და სასწავლო პროგრამების განვითარება და საზღვაო სივრცეში ჰიბრიდულ აქტივობებზე რეაგირების მექანიზმები.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები