სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საველე-ტაქტიკური სწავლება ჩაუტარეს

19-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციის ძალების ოფიცრებმა საველე-ტაქტიკური სწავლება ჩაუტარეს.

სწავლების ფარგლებში, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ დაზვერვის, მცირე ჯგუფების გადაადგილების და ჩასაფრების ტაქტიკებს, ასევე საცეცხლე მომზადებას - შორ მანძილზე სროლის პრინციპებს, სასროლო პოზიციას და სხვა საკითხებს.

წვრთნები სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ლილოს ბაზაზე და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

მსგავსი ტიპის სწავლებები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და მესაზღვრეების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები