შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, Frontex-ის მიერ ორგანიზებულ, საზღვრის პოლიციის 25-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ. ღონისძიების ძირითად თემას წარმოადგენდა საზღვარზე შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის მომზადება.