სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ

13-09-2023

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესტიის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის ,,გუმაჩი" ტერიტორიაზე.

სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით განხორციელდა.

აღნიშნული სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამთო აღჭურვილობის გაცნობა, უსაფრთხო და სწორი ექსპლუატაცია. მოსამსახურეებმა გაიუმჯობესეს სამთო აღჭურვილობის გამოყენებით რთული რელიეფის გადალახვის უნარები, როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად.

სწავლების შედეგად აშშ-ს წარმომადგენლებისაგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებმა დადებითი შეფასება მიიღეს.

მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობისათვის სისტემატურად ტარდება და მიზნად ისახავს მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარ- ჩვევების განვითარებას.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები