სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს: თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ს.ა. და 1973 წელს დაბადებული ი.ზ., აზერბაიჯანის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული გ.ა., ასევე, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ს.ა.

09-09-2022

სასაზღვრო პოლიცია სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟი დაიწყო. 2022 წლის პირველი სექტემბრიდან კი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის სამართალდამრღვევი პირების მიმართ, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები იქნება გამოყენებული.

24-07-2022