სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სკოლა “პროგრესში” საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.