სადარაჯო ხომალდების ვიზიტები თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში

27-10-2023

თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში იმყოფებოდა.

თურქეთის რესპუბლიკაში სადარაჯო ხომალდ „ოჩამჩირის“ ვიზიტის პარალელურად, საქართველოში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახურის კუთვნილი ხომალდი (TCSG-307) ეწვია.

ვიზიტების მიზანს, ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

საქართველოს სანაპირო დაცვის და თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთში, ერთობლივი საზღვაო პრაქტიკული წვრთნები ჩატარდა, ასევე, ხომალდების ეკიპაჟებმა პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოში ვიზიტის დროს, თურქული ხომალდის მეთაურობა და დელეგაციის წევრები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ქ.ფოთის მერიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები