სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგი ჩაუტარდათ

06-09-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 60 თანამშრომელს, შსს-ს აკადემიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და კომუნიკაციის სტანდარტებზე ტრენინგი ჩაუტარდა.

სწავლება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება, ადმინისტრაციული და სხვა სახელმწიფო ორგანოების როლი შშმ პირთა უფლებების დაცვაში; ფსიქიკური ჯანმრთელობა და შეზღუდული შესაძლებლობა; ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სირთულეები, ინტელექტუალური შეზღუდვა; სენსორული და მოტორული შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები და კომუნიკაციის სტანდარტი.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები