სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციისა და საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“-ს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.