საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის (MARCOM) წარმომადგენლების ორგანიზებით მობილური საწვრთნელი ჯგუფის (MTT) სწავლება ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა.
აღნიშნული სწავლება მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ნატოს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) ჩართული სანაპირო დაცვის ორი სადარაჯო ხომალდის (დიოსკურია, ოჩამჩირე) შეფასებისათვის მომზადებასა და შეფასების პროცესში შესამუშავებელი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების (SOP) საბოლოოდ განხილვასა და შემუშავების პროცესის დასრულებაში.