სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საზღვაო სწავლება - Sea Breeze 25 -ში მიიღო მონაწილეობა

16-07-2025


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ პორტლენდში  საერთაშორისო საზღვაო  სწავლება - Sea Breeze 25-2-ში მიიღო მონაწილეობა.


Sea Breeze 25-2 ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონში, რომელიც მოიცავს საშტაბო დაგეგმვას, მართვის და კონტროლის განხორციელებას. 

სწავლება ფოკუსირებული იყო ისეთ კრიტიკულ მიმართულებებზე, როგორიცაა ნაღმების საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფა, მეჩხერ წყალში ყვინთვის ოპერაციები, ნავსადგურის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დათვალიერება და ნაღმებისგან გაწმენდა.


სწავლება SEA BREEZE 2025 ქ. პორტლენდის ნავსადგურში და მიმდებარე საზღვაო რაიონში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ: საქართველოს, ბულგარეთის, დანიის, ა.შ.შ-ის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, იაპონიის, ლატვიის, პოლონეთის, გერმანიის და იტალიის წარმომადგენლები. 

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები