საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი "ნატო"-ს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

25-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები "ნატო"-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) მიიღებენ მონაწილეობას.  

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა ტაქტიკური ჯგუფის 12 მოსამსახურე  შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა. ჯგუფის წევრებს წარმატება უსურვა და კიდევ ერთხელ  აღნიშნა, რომ ქართული ქვედანაყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით უკვე მესამედ არის ჩართული. 

ჯგუფის წევრები ასევე გააცილეს და ნაყოფიერი ვიზიტი უსურვეს სასაზღვრო პოლიციის პირველმა მოადგილემ გიორგი გურეშიძემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით ბიწკინაშვილმა, ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გეორგი პელეშტეანუმ,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრამების ფონდების მენეჯერმა თამილა თელიაშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა იური ფირცხალაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა რამაზ პაპიძემ და ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ბუნტურიძემ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები