სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საზღვაო მონიტორინგის სისტემის ანალიტიკოსის კურსი გაიარეს

08-07-2025

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორგანიზებით სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების თანამშრომლებმა, საზღვაო მონიტორინგის სისტემა „SeaVision“-ის ანალიტიკოსის კურსი გაიარეს.

კურსი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC) ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს.
აღნიშნული კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საზღვაო ოპერაციები, მონაცემთა ანალიზი, შეფასებები და ოპერატიულ გარემოში ინფორმაციის გავრცელება.

ტრენინგი მიზნად ისახავს ანალიტიკური უნარების გაღრმავებას და SeaVision პლატფორმის ეფექტურ გამოყენებას საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები