საქართველოს სანაპირო დაცვამ მრავალეროვნული სწავლება SEA BREEZE 2021 შემაჯამებელი საზღვაო წვრთნებით დაასრულა
მრავალეროვნული ყოველწლიური სწავლება SEA BREEZE 2021 დასრულდა. სწავლების ბოლო ეტაპზე, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, მონაწილე ქვეყნების მცურავი საშუალებების მონაწილეობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების "დიოსკურიისა" და "ოჩამჩირეს" ეკიპაჟებმა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო დანაყოფებთან ერთად ძებნა-გადარჩენის ოპერაციები, საზღვაო სროლები და ტაქტიკური მანევრები განახორციელეს. წვრთნების მიზანი იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთქმედების დახვეწა და ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.