სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საფრანგეთის ელჩი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.