სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ქ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

26-06-2025

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის , საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ა.ი. და 1998 წელს დაბადებული მ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

14-06-2025