სასაზღვრო პოლიციამ 2 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე სტამბოლის თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, როლანდ კვაჭაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, იური ფირცხალაიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენას (SAHA 2026) დაესწრნენ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორს შეხვდა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე როლანდ კვაჭაძე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (Walter Reed Army Institute of Research) სამეცნიერო დირექტორს, თომას მუზიჩსა და ამავე ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სასაზღვრო პოლიციამ 5 პირი საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებითა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთისა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა.
მესაზღვრეებს სასწავლო სროლები ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს მორიგი სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ არშინაშვილი, მოადგილეებთან ერთად კურსის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მესაზღვრეებს სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა დელეგაციასთან ერთად, შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სასაზღვრო პოლიციამ 4 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი, 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს დაბადებული ბ.პ. დააკავეს.
სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა - დაჯარიმდა უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემი " MSC PROSPERITY II " საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი 1999 წელს დაბადებული ფ.ს. და 1993 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, პროექტის „შესაძლებლობების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოსთვის“ (GT&S) ფარგლებში, მდგრადობის სამუშაო ჯგუფის (SWG) რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა.