სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორს შეხვდა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე როლანდ კვაჭაძე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (Walter Reed Army Institute of Research) სამეცნიერო დირექტორს, თომას მუზიჩსა და ამავე ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.