სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

08-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან - რამაზ პაპიძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად, გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, საზღვაო ძალების 5 მოსამსახურე დაიღუპა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები