სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

18-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გინტარას ბაგდონასმა საქართველოში სამწლიანი მისია დაასრულა.

ნიკოლოზ შარაძემ ნატოს მეკავშირე ოფიცერს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და მადლობის სიგელი გადასცა. 

შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი დაესწრო. მან სასაზღვრო პოლიციის უფროსს ნატოს ახალი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუსენ აბიდინოღლუ წარუდგინა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები