სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური პროფესიული გადამზადების პროგრამა დაასრულეს

02-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 19 თანამშრომელმა, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის სპეციალური პროფესიული გადამზადების პროგრამა - „განწესების წარმმართველი“ დაასრულა. სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა.

სწავლება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: სახელმწიფო საზღვრის დადგენის წესი და სასაზღვრო სექტორების მოქმედებათა სტანდარტული პროცედურები, სასაზღვრო პოლიციის ისტორია, სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება, საცეცხლე მომზადება, კვალმაძიებლობა, კავშირგაბმულობა, საინჟინრო მომზადება, საზღვრის დაცვის საშუალებები, ტოპოგრაფია, პირველადი სამედიცინო დახმარება, სასაზღვრო რეჟიმის დაცვა და სალიდერო მომზადება.

პროგრამის დასრულება მესაზღვრეებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა გოჩა ჯანჯღავამ მიულოცა და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და პროფესიული საქმიანობის ეფექტურად შესრულებას ისახავს მიზნად.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები