სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სკოლა “პროგრესში”  საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარეს

29-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სკოლის დაწყებითი კლასის (I-VI) მოსწავლეებს შეხვდნენ და სასაზღვრო პოლიციის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაუტარეს. 

ბავშვებმა მესაზღვრეებისგან როგორც, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე სანაპირო დაცვის  როლზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია, სასარგებლო რჩევა და რეკომენდაცია მიიღეს. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მოსწავლეებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები