სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ახალი ავტომობილები გადაეცა

12-12-2023

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს 9 ერთეული ახალი, მსუბუქი ავტომობილი გადასცა. ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.

აღნიშნული ავტომობილები სადარაჯო ხომალდების და კატარღების ეკიპაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში გადაეცათ.

საქართველოს სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა წარმოადგენს.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები