სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ

12-02-2024

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის  კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურების  პირადი შემადგენლობის 24 მოსამსახურეს სწავლება ჩაუტარდათ.

სწავლება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე  და ასევე, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის სასროლეთზე ჩატარდა.

სასწავლო კურსი მოიცავდა საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობებს, ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას, დახურულ სივრცეში ბრძოლის ტექნიკას, დაჭრილთა პირველად  დახმარებას,  ევაკუაციას, სროლის სპეციფიკას და ა.შ.


სწავლება შინაგან  საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში სისტემატურად ტარდება და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები