სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად ფოტო-ვიდეო და აეროგადაღების კამერები გადმოსცა. სასაზღვრო პოლიციას, ასევე, კომპიუტერული ტექნიკა და სიმაღლეზე მცოცავთა უსაფრთხოების ეკიპირება გადაეცა. IOM-ის მხარდაჭერით, განახლდა სასაზღვრო პოლიციის ვებ-გვერდიც - bpg.gov.ge.