სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა დიდი ბრიტანეთის ელჩს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში უმასპინძლა

13-11-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - მარკ კლეიტონს დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვაო თანამშრომლობაზე, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს. I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ დიდი ბრიტანეთის ელჩს JMOC-ის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე.

საქართველოს სანაპირო დაცვას გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ბრიტანული ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს რეგულარულად სტუმრობენ. საპორტო ვიზიტების ფარგლებში იმართება ერთობლივი წვრთნები, რაც ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებასა და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები