სადარაჯო ხომალდი სოხუმი საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია

06-11-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "სოხუმი" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში იმყოფებოდა.

ხომალდის ვიზიტი თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდმა თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარა, რომელიც სხვადასხვა სასწავლო ელემენტს მოიცავდა, მათ შორის: ერთობლივი საზღვაო მანევრები, ეჭვმიტანილი ხომალდის ადგილმდებარეობის დადგენა და გამოკითხვა; "ადამიანი ბორტს მიღმა" და ძებნა-გადარჩენის ოპერაცია.

ხომალდის ეკიპაჟმა მონაწილეობა მიიღო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში.

ვიზიტის ფარგლებში, ხომალდ "სოხუმის" მეთაური, II რანგის კაპიტანი გიორგი კიკვაძე თურქეთის სანაპირო დაცვისა და საზღვაო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. ქართულ დელეგაციას ქალაქ ტრაპიზონის გუბერნატორმა, მერიის წარმომადგენლებმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმაც უმასპინძლეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები