სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან - რამაზ პაპიძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.