საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს აშშ-ის ელჩი ეწვია

31-01-2022

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესტუმრა. ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა გოჩა ჯანჯღავამ უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი - II რანგის კაპიტანი შოთა მიროტაძე და აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის ხელმძღვანელი როზი პეტროვი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პოლკოვნიკმა გოჩა ჯანჯღავამ ელჩს სტუმრობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პროგრესზე ისაუბრეს. JMOC-ის უფროსმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და განვითარების გეგმების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. აშშ-ის ელჩმა ყურადღება სასაზღვრო პოლიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამაყობს მიღწეული პროგრესით.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები