აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტურია

17-12-2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2020 წლის ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ღონისძიებები სასაზღვრო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

"2020 წელს საქართველო მუშაობდა სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით.

კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე. სასაზღვრო პოლიციამ დაასრულა ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს საზღვრებზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან, ყველა აღნიშნული პროექტი გააძლიერებს წლის განმავლობაში განსახორციელებელი პატრულირების, კონტროლისა და შეკავების შესაძლებლობებს.

საქართველომ, ასევე, დაამონტაჟა ვიდეო სათვალთვალო და მონიტორინგის სისტემა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ერთ სექტორზე, ხოლო შესაბამის სასაზღვრო პატრულირების ეკიპაჟებს დაემატათ სატრანსპორტო საშუალებები და ვერტმფრენები.

საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის, დაახლოებით, 350-მა ოფიცერმა გაიარა საბაზისო კონტრტერორისტული ტაქტიკის სასწავლო კურსი, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების კრიმინალური გამოძიების ოფისმა.

საქართველომ, ასევე, მონაწილეობა მიიღო როგორც საზღვაო სივრცეში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ უწყებათაშორის სწავლებაში, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგსა და პროექტში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური თანამშრომლობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან, საზღვაო გზით ყველა ტიპის კონტრაბანდის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

www.state.gov

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები