საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები.