შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია უწყებათაშორის სწავლებაში დიდგორი 2025 მონაწილეობს
კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბერძნეთის სამხედრო ოფიცრების სკოლაში, კადეტთა ფიცის მიღების ოფიციალურ ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
ვანო ჩაგოშვილმა და ნიკოლოზ არჯევანიშვილმა ფიცი სხვა კადეტებთან ერთად დადეს.
ფიცი 144-მა პირველკურსელმა დადო, მათ შორის იყვნენ 102 სტუდენტი საბერძნეთიდან, 40 კვიპროსიდან და 2 საქართველოდან.
საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის თანამშრომლები, ქ. ტრიკალაში საბერძნეთის სამხედრო ოფიცრების სკოლაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებიან.