აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტურია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2020 წლის ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ღონისძიებები სასაზღვრო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.