შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან - რამაზ პაპიძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, საზღვაო ძალების 5 მოსამსახურე დაიღუპა.